გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
ჩვენი პროექტები
ლისის ტბის გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და სოც-ეკონომიკური შეფასება
პროექტის დასახელება ლისის ტბის გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და სოც-ეკონომიკური შეფასებაგანხორციელების პერიოდი: დაწყება: იანვარი/2020) დასრულება: (ივლისი/2020)დონორი “ბაუ დიზაინი” (არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბიურო)ძირითადი ამოცანები პროექტის მიზანი იყო ლისის ტბის წყალშემკრები აუზის გარემოსდაცვითი (ჰიდროლოგიური), ინფრასტრუქტურული (ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი) და სოც-ეკონომიკური შეფასებაძირითადი შედეგი პროექტის შედეგი:• ლისის ტბის წყალშემკრები აუზის გარემოსდაცვითი, ინფრასტრუქტურული და სოც-ეკონომიკური შეფასება
დეტალურადსაქართველოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავება
პროექტის დასახელება საქართველოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავებაგანხორციელების პერიოდი: დაწყება: (აგვისტო/2019) დასრულება: (მაისი/2020)დონორი GEF/UNDP/ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)ძირითადი ამოცანები პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისრტაციის დახმარება ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების (2020-2019 პერიოდისთვის) და შესაბამისი 3 წლიანი საოპერაციო გეგმის (2020-2023) მომზადების პროცესშიძირითადი შედეგი პროექტის […]
დეტალურადწყლის რაციონალურად მოხმარება ქ. გორის საყოფაცხოვრებო სექტორში
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2019 – სექტემბერი, 2020 დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და GEF- ის მტკვარი 2-ის პროექტი პროექტის მიზნები: ქ. გორის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაწყლის რაციონალურად მოხმარებისა და წყლის ლიმიტირებული რესურსების გაფრთხილების შესახებ; წყლის რესურსების მართვისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილების გაძლიერება; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა წყლის რაციონალურად მოხმარების საქმიანობებსა და წყლის დანაკარგების შემცირებაში; […]
დეტალურად

ბოლო სიახლეები
პროექტი-ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება
Posted by envdev on ივლისი 31, 2018Continue readingშემაჯამებელი შეხვედრა – ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირების ღონისძიებების განსაზღვრა
Posted by envdev on ივლისი 12, 2018Continue reading
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

