გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
პარტნიორები
ჩვენი პროექტები
პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასების და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2018 – მაისი, 2019დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“პროექტის ძირითადი ამოცანები:დარგობრივი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მტკნარი წყლის რესურსების მდგრადი მართვისათვის, მიღებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მათთვის მიწოდების უზრუნველყოფა;მდინარე თეძამის აუზში წყლის განაწილების სცენარების ნიმუშებისა და გეგმის შემუშავება.პროექტის შედეგები:WEAP აპლიკაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო;შემუშავებული საწრთვნელი პროგრამა WEAP-ის შესახებ საგანმანათლებო დაწესებულებისათვის და […]
დეტალურადქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2017 – აგვისტო, 2018 დონორი: კლიმატისადმი კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების ცენტრების ქსელი (CTCN) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) პროექტის ძირითადი მიზანი იყო წყალდიდობის რისკების მართვის გაუმჯობესება მდინარე წავკისის წყლის აუზში. სამუშაო შესრულდა მოდელირების ჩარჩოს ფარგლებში, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებების გათვალისწინებით, წყალდიდობის რუკების განმარტებების გამოყენებითა და წყალდიდობების რისკის შესამცირებელი და საადაპტაციო ღონისძიებების მითითებების […]
დეტალურადწყლის განაწილების მოდელირება WEAP პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მდინარე არაგვის აუზში
განხორციელების პერიოდი: იანვარი, 2017 – სექტემბერი, 2017დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“პროექტის მთავარი მიზნები იყო მდინარე არაგვის აუზისთვის წყლის განაწილების სცენარების მომზადება; თანამშრომლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სანიმუშო სცენარებზე მათ შორის შეთანხმების უზრუნველყოფისათვის და WEAP მოდელირებაში საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების უნარების გაძლიერების მიზნით.პროექტის შედეგად, თემატური […]
დეტალურად
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით