გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
პარტნიორები
ჩვენი პროექტები
ადამიანი – მტაცებელს შორის ურთიერთდამოკიდებულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2016 – მარტი, 2017 დონორი: მერსი ქორფსი / შავი ზღვის ეკო აკადებია (BSEA) პროექტის მიზნები იყო: სასწავლო მოდულის შემუშავება „კონსერვაციული ბიოლოგია აჭარის სკოლებში“ ადამიანი – მტაცებელს შორის კონფლიქტის პრევენციისა და რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის – აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ კატასტროფების რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფების როლი გარეული ცხოველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულების […]
დეტალურადკომპიუტერული მოდელები წყლის რესურსების მართვის დაგეგმვისთვის
განხორციელების პერიოდი: ნოემბერი, 2015 – მაისი, 2016 დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“ პროექტის მიზნები იყო წყლის განაწილებაზე ფოკუსირებული, წყლის რესურსების დაგეგმვის და მართვის საერთაშორისოდ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების მგანხილვა, საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ყველაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტების იდენტიფიცირება, საქართველოს მთავრობის წყლის მართვის დარგობრივ და სხვა სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების […]
დეტალურადთუშეთის ეკომოდელის კონცეფციის შემუშავება
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2015 – დეკემბერი, 2016 დონორი: GIZ / ეკო კონსალტინგი / კავკასიის გარემოს რეგიონული ცენტრი (REC Caucasus) პროექტის მიზნები იყო: თუშეთის მხარდაჭერის პლათფორმის შექმნისა და განვითარების პოტენციალის შეფასება თუშეთი – ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარების ჩარჩოს მომზადება GIZ-ის მიერ შემუშავებული შესაძლებლობის განვითარების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით; თუშეთის თემის ეკოლოგიური ფერმების / ეკოპროდუქციის მწარმოებლების […]
დეტალურად
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით