გარემო და განვითარება

"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ყველა პროექტი

ჩვენი პროექტები

  • პროფესიული ონლაინ ტრენინგებისთვის არსებული ელექტრონული პლატფორმის წარმატებული გადაცემის და ეფექტური მართვის მხარდაჭერა საბოლოო ბენეფიციარისთვის.

    პროექტის დასახელება: პროფესიული ონლაინ ტრენინგებისთვის არსებული ელექტრონული პლატფორმის წარმატებული გადაცემის და ეფექტური მართვის მხარდაჭერა საბოლოო ბენეფიციარისთვის. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2020) – დასრულება: (დეკემბერი/2022) დონორი:გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი (GEF)/ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) /კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) ძირითადი ამოცანები: პროექტის საბოლოო მიზანია უზრუნველყოს არსებული ელექტრონული პლატფორმის ონლაინ ტრენინგ-მოდულების გამართლად ფუნქციონირება და ადმინისტრირება, მისი განვითარება და საბოლოო ბენეფიციარის მიერ პლრატფორმის […]

    დეტალურად
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა

    პროექტის დასახელება: მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა; განხორციელების პერიოდი: დაწყება: (მარტი/2021)- დასრულება: (მარტი/2022) დონორი:იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP); პროექტის მიზანი:  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, სოფელ წილკანში სათბურის აშენება, რომელშიც დასაქმდება წილკნის, წეროვნისა და ფრეზეთის ლტოლვილთა დასახლებების არანაკლებ 10 მაცხოვრებელისა და რომლის ფუნქციონირებისას მიღებული ჩითილებით პირველ რიგში მომარაგდება ხსენებული ლტოლვილთა დასახლებების არანაკლებ 100 ბენეფიციარი. ასევე პროექტის ბენეფიციარებისთვის […]

    დეტალურად
  • უწყებათაშორისი/კომიტეტთაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის თემატიკაზე

    პროექტის დასახელება: უწყებათაშორისი/კომიტეტთაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმირება კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის თემატიკაზე. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (ნოემბერი/2021) – დასრულება: (მარტი/2022) დონორი: ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) ძირითადი ამოცანები:პროექტის საბოლოო მიზანია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ყველაზე შესაფერისი დიზაინის შემუშავება და განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. ძირითადი შედეგი:  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დიზაინისა და სამუშაოს ფარგლების ალტერნატივების შესახებ შემოთავაზებული ანგარიში.

    დეტალურად

ჩვენი მისია

გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანი

ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

ყოველთვის არის დრო, იფიქრო შენს გარემოზე

როგორ შეგიძლია განავითარო გარემო?

ჩვენი ორგანიზაცია....