გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
ჩვენი პროექტები
საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემისთვის ონლაინ ტრენინგ პლატფორმის შექმნა და ათი ონლაინ ტრენინგ პროგრამის შემუშავება
პროექტის დასახელება: საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემისთვის ონლაინ ტრენინგ პლატფორმის შექმნა და ათი ონლაინ ტრენინგ პროგრამის შემუშავება. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2021) – დასრულება: (იანვარი/2022) დონორი:გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი (GEF)/ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF); ძირითადი ამოცანები:პროექტის ამოცანაა ონლაინ ტრენინგ პლატფორმის შექმნა პრიორიტეტული შესაძლებლობების განვითარების ტრენინგების პროგრამებისთვის, მათ შორის მისი ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერის სტრუქტურის […]
დეტალურადრეკომენდაციების შემუშავება საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნებისა და ჯანდაცვის სექტორებისთვის, კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციისთვის
პროექტის დასახელება: რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნებისა და ჯანდაცვის სექტორებისთვის, კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციისთვის. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (ნოემბერი/2020) – დასრულება: (სექტემბერი/2021) დონორი:გაეროს განვითარების პროგრამა ძირითადი ამოცანები:პროექტის მთავარი ამოცანაა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სექტორებში არსებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიების, პროგრამების, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტებისა და განვითარების გეგმების განხილვა და ანალიზი პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირებისთვის და […]
დეტალურადსაქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შემუშავების მხარდაჭერა დისტანციურ სწავლებაზე დაფუძნებით და ერთი სატესტო ტრენინგის განხორციელება
პროექტის დასახელება: საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შემუშავების მხარდაჭერა დისტანციურ სწავლებაზე დაფუძნებით და ერთი სატესტო ტრენინგის განხორციელება; განხორციელების პერიოდი: დაწყება: (ნოემბერი/2020) – დასრულება: (დეკემბერი/2020); დონორი:გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი (GEF)/ კავკასიის ბუნების ფონდის (CNF); ძირითადი ამოცანები:პროექტის ერთ-ერთი მიზანია შესაძლებლობების გაძლიერების პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შემუშავების დეტალური გეგმის შედგენა, სამიზნე […]
დეტალურად

ბოლო სიახლეები
პროექტი – პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასებისა და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში
Posted by envdev on მაისი 24, 2019Continue readingპროექტი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება
Posted by envdev on ნოემბერი 11, 2018Continue reading
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

