გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
პარტნიორები
ჩვენი პროექტები
წყლის რაციონალურად მოხმარება ქ. გორის საყოფაცხოვრებო სექტორში
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2019 – სექტემბერი, 2020 დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და GEF- ის მტკვარი 2-ის პროექტი პროექტის მიზნები: ქ. გორის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაწყლის რაციონალურად მოხმარებისა და წყლის ლიმიტირებული რესურსების გაფრთხილების შესახებ; წყლის რესურსების მართვისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილების გაძლიერება; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა წყლის რაციონალურად მოხმარების საქმიანობებსა და წყლის დანაკარგების შემცირებაში; […]
დეტალურადმეწარმეობის პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში
განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2018 – სექტემბერი, 2019 დონორი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ა(ა)იპ “გარემო და განვითარება” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის, დევისის, D-Lab-თან პარტნიორობით ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების პროექტს, რომლის მიზანია მეწარმეობის სწავლების ხელშეწყობა ახალი სასწავლო მოდულის განვითარებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების […]
დეტალურადფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2018 – სექტემბერი, 2019დონორი: KFW / GFA საკონსულტაციო ჯგუფიპროექტის ძირითადი ამოცანები:დაცული ტერიტორიის მართვის გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ ტრენინგის ჩატარებაფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის გეგმის აღწერილობითი და სიტუაციური ანალიზის თავების შემუშავება (დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის ჩათვლით)მართვის გეგმის ხედვებისა და ამოცანების შემუშავებაშიდა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე ზონირების რუკების შემუშავებამართვის გეგმის პროგრამების შემუშავებასამოქმედო გეგმის შემუშავებაპროექტის შედეგი: ფშავ-ხევსურეთის […]
დეტალურად
ბოლო სიახლეები
პროექტი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება
Posted by envdev on ნოემბერი 11, 2018Continue readingპროექტი-ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება
Posted by envdev on ივლისი 31, 2018Continue reading
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით