გარემო და განვითარება

"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ყველა პროექტი

ჩვენი პროექტები

  • მდინარე რიონის პოტენციური ჰიდრორესურსების შეფასება

    განხორციელების პერიოდი: ივლისი, 2015 – აგვისტო, 2015 დონორი: შტუკი კავკასია პროექტის მიზნები იყო მდინარე რიონის აუზის ბუნებრივი და სოციო-ეკონომიკური გარემოს შეფასება, დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მოკლე გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება მათ შორის ფიზიკური, სოციალური და ბიოლოგიური სენსიტიური რეცეპტორების და დაკავშირებული სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების იდეტიფიცირება. პროექტის შედეგად მოხდა მდინარე რიონის აუზის წინასწარი გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება.

    დეტალურად
  • ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა

    განხორციელების პერიოდი: მაისი, 2015 – მაისი, 2016 დონორი: გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) /PEM Consult პროექტის მიზნები იყო საერთაშორისო ექსპერტის ასისტირება შემდეგ საკითხებში: მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზაციულ/ინსტიტუციურ შეფასება, შესაძლებლობების განვითარების შეფასება; სამუშაო გეგმის მონიტორინგის სისტემა; მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის განხორციელების სტრატეგია; ბიზნეს გეგმის მეთოდოლოგია, ბიზნეს გეგმის განხორციელება; წლიური სამოქმედო გეგმები; ტრენინგების საჭიროების შეფასება და ტრენინგების […]

    დეტალურად
  • E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური – არგვეთას მონაკვეთის წინასაწარი გარემოსდაცვითი შეფასება

    განხორციელების პერიოდი: აპრილი, 2015 – ივნისი, 2015 დონორი: შპს „პიუნგვა ენჯინეერინგ კონსალტინტი“ პროექტის მიზნები იყო შემდეგი სექციების მომზადება: საკანონმდებლო ჩარჩო აღწერა; პროექტის აღწერა; ფონური ინფორმაცია (კლიმატი, გეომორფოლოგია და გეოლოგია, ჰიდროლოგია და ჰიდროგეოლოგია, ნიადაგები, ფლორა, ფაუნა, დაცული ტერიტორიები, სოციალური გარემო); მოსალოდნელი გარემოზე ზემოქმედება და შემარბილებელი ღონისძიებები. პროექტის შედეგად მომზადდა E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური – არგვეთას მონაკვეთის […]

    დეტალურად

ჩვენი მისია

გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანი

ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

ყოველთვის არის დრო, იფიქრო შენს გარემოზე

როგორ შეგიძლია განავითარო გარემო?

ჩვენი ორგანიზაცია....