გარემო და განვითარება
"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
პარტნიორები
ჩვენი პროექტები
მდინარეების ალაზნის, ივრის და მტკვრის პოტენციალის სკრინინგი, იდენტიფიცირება და კვლევა
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2015 – აპრილი, 2015 დონორი: ჰიდროდიზაინი პროექტის მიზნები იყო მდინარის აუზის შესახებ საბაზისო გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება, ძირითადი წყლის მომხმარებლების იდენტიფიცირება, პოტენციური ზეგავლენის შეფასება. პროექტის შედეგად მომზადდა წინასწარი გარმოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებების შეფასების ანგარიში ალაზნის, იორის და მტკვრის აუზებისათვის.
დეტალურადგურიისა და აჭარის რეგიონების მდინარეების და მდინარე ენგურის წყლის აუზის შეუსწავლელი ჰიდრო პოტენციის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასება
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2015 – მაისი, 2015 დონორი: შტუკი კავკასია პროექტის მიზნები იყო გურიისა და აჭარის რეგიონების მდინარეების და მდინარე ენგურის წყლის აუზის ბუნებრივი გარემოს შეფასება, დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების მოკლე გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი რისკების იდეტიფიცირება. პროექტის შედეგად მოხდა გურიისა და აჭარის რეგიონების მდინარეების და მდინარე ენგურის წყლის აუზის წინასწარი გარემოსდაცვითი შეფასება.
დეტალურადქალაქ ქობულეთის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გეგმის მომზადება
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2015 – აპრილი, 2015 დონორი: Royal HaskoningDHV პროექტის მიზნები იყო: ქალაქ ქობულეთის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება; დაინტერესებული მხარეების ჩართვის გეგმის მომზადება. პროექტის შედეგად მომზადდა ქალაქ ქობულეთის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის შეფასების და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გეგმის მომზადების ანგარიშები.
დეტალურად
ჩვენი მისია
გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა
ჩვენი მიზანი
ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას
ჩვენი ამოცანები
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით