გარემო და განვითარება

"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ყველა პროექტი

ჩვენი პროექტები

  • კურორტ ლებარდეს ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიური შეფასება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებლად

    განხორციელების პერიოდი: დაწყება: (აგვისტო/2018) დასრულება: (სექტემბერი/2018)დონორი “ბაუ დიზაინი” (არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბიურო)ძირითადი ამოცანები პროექტის ძირითადი მიზანი იყო კურორტ ლებარდეს დოკუმენტაციის, კერძოდ:• ზოგადი გეოლოგიის შესახებ ანგარიშის მომზადება არსებულ მასალებზე დაყრდნობით;• სტატისტიკური მახასიათებლების დამუშავება უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე (ნალექები, ქარი, მზის რადიაცია);• ტერიტორიის სამედიცინო/სამკურნალო პოტენციალის კვლევა (სამკურნალო წყლების კუთხით) – დებიტის და ტემპერატურის დადგენა, […]

    დეტალურად
  • კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ინტერგირებული რისკის მართვის პრაქტიკის შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში

    განხორციელების პერიოდი: აპრილი, 2018 – ივლისი, 2018 დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) პროექტის ძირითადი მიზანი იყო  კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ინტერგირებული რისკის მართვის პრაქტიკის ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავდა კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო დაგეგმვას, მრავალი საფრთხეების რისკების მართვის დაგეგმვას, ადგილობრივ დონეზე მრავალი საფრთხეებისადმი რეაგირებას და მზაობის დაგეგმვას. პროექტის […]

    დეტალურად
  • პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასების და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში

    განხორციელების პერიოდი: მარტი, 2018 – მაისი, 2019დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“პროექტის ძირითადი ამოცანები:დარგობრივი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მტკნარი წყლის რესურსების მდგრადი მართვისათვის, მიღებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მათთვის მიწოდების უზრუნველყოფა;მდინარე თეძამის აუზში წყლის განაწილების სცენარების ნიმუშებისა და გეგმის შემუშავება.პროექტის შედეგები:WEAP აპლიკაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო;შემუშავებული საწრთვნელი პროგრამა WEAP-ის შესახებ საგანმანათლებო დაწესებულებისათვის და […]

    დეტალურად

ჩვენი მისია

გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანი

ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

ყოველთვის არის დრო, იფიქრო შენს გარემოზე

როგორ შეგიძლია განავითარო გარემო?

ჩვენი ორგანიზაცია....