პროექტი „საქართველოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავება“ დასრულდა

პროექტი „საქართველოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავება“ დასრულდა. 2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „გარემო და განვითარების“ ხელშეწყობით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.