2019 წლის 24 ივლისს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის სწავლების გაძლიერების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ა(ა)იპ “გარემო და განვითარება” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის, D-Lab-თან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ევროპული EntreComp კომპეტენციების ჩარჩოსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა მეწარმეობის სპეციალური მოდული და დამხმარე მასალები, რომლებიც თავის მხრივ, დაფუძნებულია პროექტული სწავლების მეთოდზე.