განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2019 – სექტემბერი, 2020
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და GEF- ის მტკვარი 2-ის პროექტი
პროექტის მიზნები:
- ქ. გორის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაწყლის რაციონალურად მოხმარებისა და წყლის ლიმიტირებული რესურსების გაფრთხილების შესახებ;
- წყლის რესურსების მართვისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილების გაძლიერება;
- სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობა წყლის რაციონალურად მოხმარების საქმიანობებსა და წყლის დანაკარგების შემცირებაში;
- ადგილობრივი ახალგაზრდების წახალისება გარემოსდაცვითი პროექტებისა და სათემო ინიციატივების განსახორციელებლად;
- ადგილობრივ მმართველობასთან მუშაობა წყლის კონსერვაციისა და დაცვის საკითხებზე;
- ახლგაზრდების აქტიური თანამონაწილეობა წყალ-კანალის ქსელში წყლის დანაკარგების მონიტორინგისა და ანგარიშგებისას.
პროექტის შედეგები:
- ფეისბუქ გვერდი წყლის დანაკარგების შემთხვევების შესახებ ანგარიშების წარდგენისათვის
- ცნობიერების ამაღლების თემატური მასალები 3 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სკოლის მოსწავლეებისთვის და მასალების ბეჭდვა (500 ც)
- პროექტის დასაწყისში წყლის რაციონალურად მოხმარების კამპანიის საზეიმო გახსნა სკოლების, მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად
- სამდღიანი ტრენინგი ქ. გორის 12 სკოლიდან 36 სკოლის მასწავლებლისთვის
- ერთდღიანი ტრენინგი ქ. გორის 12 სკოლის და 5 ყველაზე დიდი სამთავრობო უწყების შენობის ტექნიკური პერსონალისთვის
- ქ. გორის 12 სკოლისთვის, დღენახევრიანი 24 ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის
- 12 სასწავლო ტური წყლის გამწმენდ ნაგებობასთან ქ. გორის 12 სკოლისთვის
- 12 საინფორმაციო შეხვედრა ქ. გორის მოსახლეობასთან (კომლის წარმომადგენლებთან, მებაღეებთან)
- 4 შეხვედრა ქ. გორის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ავტო-სამრეცხაოები)
- შუალედური სამუშაო შეხვედრა კამპანიის პირველი ფაზის შესაფასებლად
- კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის გარშემო მდებარე თემების ცნობიერების ამაღლების საუკეთსო აქტივობისთვის
- კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წყალთან დაკავშირებული საუკეთესო ნახატისთვის
- ყოველთვიური ანგარიშები სკოლების და შერჩეული სამთავრობო უწყებების შენობის წყლის მოხმარებაზე და წყლის მოხმარების პროცენტულ შემცირებაზე საშუალო მოხამრებასთან მიმართებაში
- ყოველთვიური ანგარიშები სკოლების მიერ გამოვლენილი წყლის დანაკარგების შემთხვევების რაოდენობაზე
- წყლის მოხმარების ეფექტიანობაზე ცნობიერების ამაღლების მთელი კამპანიის ზემოქმედების შესახებ ანგარიში
- 3 ვიდეო კლიპი ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა საქმიანობების შესახებ
- ცნობიერების ამაღლების კამპანიის საბოლოო შედეგებზე და სკოლებსა და სამთავრობო უწყებებში წყლის მოხმარების ეფექტურობის გაზომვადი ზემოქმედების შესახებ ბროშურა
- საბოლოო შეხვედრა კამპანიის შედეგების წარდგენისთვის და საუკეთესო გამარჯვებული სკოლის, სამთავრობო უწყების და ბიზნესის წარმომადგენლის დაჯილდოებისთვის