ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან შეხვედრების შედეგად შემუშავებული, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის და ასას აღკვეთილის ფუნქციური ზონების, რუკის განახლება განხორციელდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან (უკანაფშავის, მიღმახევის, შატილის და არხოტის უბნებში) შეხვედრების და კონსულტაციების საფუძელზე, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის 4, 5, 6, 21 და 31 ივლისს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და GFA-ს წარმომადგენლები. შეხვედრების შედეგად ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის და ასას აღკვეთილის ტერიტორიებზე გამოიყო 3 ფუნქციური (მკაცრი დაცვის, ტრადიციული გამოყენების, ვიზიტორთა) ზონა, რაც შემდგომში შეთანხმდა რეგიონულ მრჩეველთა საბჭოსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის და ასას აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფუნქციური ზონების ფართობები მოცემულია ქვემოთ:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 26,097.32 ჰა;
ბ) ვიზიტორთა ზონა – 2,037.51 ჰა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 50,581.62 ჰა;
მათ შორის:
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 22,635.85 ჰა;
ბ) ვიზიტორთა ზონა – 2,037.51 ჰა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 50,099.70 ჰა;
ასას აღკვეთილი
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 3,461.47ჰა;
ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 481.91ჰა;
პროექტის „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება“ მხარდამჭერია გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) და გფა საკონსულტაციო ჯგუფი.