პროექტი-კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული, კინტრიშის ეროვნული პარკის ფუნქციური ზონების, რუკის განახლება განხორციელდა კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების და კონსულტაციების საფუძელზე, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ნოემბერში.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გფა საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები. შეხვედრების შედეგად კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოიყო 3 ფუნქციური (მკაცრი დაცვის, ტრადიციული გამოყენების, ვიზიტორთა) ზონა, რაც შემდგომში შეთანხმდა რეგიონულ მრჩეველთა საბჭოსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.
კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფუნქციური ზონების ფართობები მოცემულია ქვემოთ:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა – 7,046.84 ჰა;
ბ) ვიზიტორთა ზონა – 928.47 ჰა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა – 2,430.78 ჰა;

პროექტის „კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება“ მხარდამჭერია გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) და გფა საკონსულტაციო ჯგუფი.