წყლის განაწილების მოდელირება WEAP პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მდინარე არაგვის აუზში

განხორციელების პერიოდი: იანვარი, 2017 - სექტემბერი, 2017

დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“

პროექტის მთავარი მიზნები იყო მდინარე არაგვის აუზისთვის წყლის განაწილების სცენარების მომზადება; თანამშრომლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სანიმუშო სცენარებზე მათ შორის შეთანხმების უზრუნველყოფისათვის და WEAP მოდელირებაში საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების უნარების გაძლიერების მიზნით.

პროექტის შედეგად, თემატური სამუშაო შეხვედრების გზით, შეთანხმებულია მდინარე არაგვის წყლის განაწილების სცენარები  საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გაძლიერებულია საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების უნარები WEAP მოდელირებაში.

Post a comment