ადამიანი – მტაცებელს შორის ურთიერთდამოკიდებულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2016 – მარტი, 2017

დონორი: მერსი ქორფსი / შავი ზღვის ეკო აკადებია (BSEA)

პროექტის მიზნები იყო:

  • სასწავლო მოდულის შემუშავება „კონსერვაციული ბიოლოგია აჭარის სკოლებში“
  • ადამიანი – მტაცებელს შორის კონფლიქტის პრევენციისა და რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის – აჭარის  მუნიციპალიტეტებში არსებულ კატასტროფების რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფების როლი გარეული ცხოველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულების დარეგულირების პროცესში;
  • ფერმერის სახელმძღვანელოს შემუშავება ეკო და აგრო ტურიზმის წამოსაწყებად.

პროექტის შედეგად მომზადდა:

  • სასწავლო მოდული „კონსერვაციული ბიოლოგია აჭარის სკოლებში“;
  • ადამიანი – მტაცებელს შორის კონფლიქტის პრევენციისა და რეაგირების შესახებ სახელმძღვანელო;
  • ფერმერის სახელმძღვანელო ეკო და აგრო ტურიზმის წამოსაწყებად.