მომზადდა ონლაინ სასწავლო კურსი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ

UNDP-GEF KURA 2 პრორგამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი “წყლის რაციონალურად მოხმარება ქ. გორის საყოფაცხოვრებო სექტორში (წყალი ყველას)” დასრულდა. Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გარემო და განვითარებამ” (ED) კომპანია Mindworks-თან თანამშროლობით საქართველოს და აზერბაიჯანის საშუალო სკოლებისთვის მოამზადა ონლაინ სასწავლო კურსი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ. სასწავლო კურსი გათვალისწინებულია სკოლის მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და სკოლის 3 ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის. აღნიშნული კურსი დაეხმარება სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს მიიღონ და სკოლის მოსწავლეებს გადასცენ თანამედროვე ცოდნა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე.


პროექტის შემაჯამებელ ვიდეო იხილეთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=xfJahnRNqRY&t=52s


პროექტის ფარგლებში შექმილი სასწავლო პროტალი კი იხილეთ ბმულზე:
http://water.envdevelopment.org