კომპიუტერული მოდელები წყლის რესურსების მართვის დაგეგმვისთვის

განხორციელების პერიოდი: ნოემბერი, 2015 – მაისი, 2016

დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“

პროექტის მიზნები იყო წყლის განაწილებაზე ფოკუსირებული, წყლის რესურსების დაგეგმვის და მართვის საერთაშორისოდ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების მგანხილვა, საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ყველაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტების იდენტიფიცირება, საქართველოს მთავრობის წყლის მართვის დარგობრივ და სხვა სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უნარების გაძლიერება (მათი წვრთნის მეშვეობით) წყლის რესურსების დაგეგმვასა და მართვაში შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების გამოყენებით.

პროექტის შედეგად შეირჩა  წყლის რესურსების მართვის (WRM) საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი (WEAP) და შეთანხმდა საქართველოს მთავრობის წყლის მართვის დარგობრივ ორგანოებთან.

Post a comment