განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2018 – სექტემბერი, 2019
დონორი: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ა(ა)იპ “გარემო და განვითარება” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის, დევისის, D-Lab-თან პარტნიორობით ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების პროექტს, რომლის მიზანია მეწარმეობის სწავლების ხელშეწყობა ახალი სასწავლო მოდულის განვითარებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების დანერგვის გზით.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
- საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სამეწარმეო სასწავლო კურსში პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის წარდგინება;
- პროფესიული სასწავლებლების მეწარმეობის საგნის ლექტორების წრთვნა პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაში;
- პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის ტესტირება საქართველოს 3 პროფესიულ სასწავლებელში.
პროექტის შედეგი: პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვის გზით მეწარმეობის, როგორც საგნის განვითარება საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში.