-
კურორტ ლებარდეს ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიური შეფასება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესამუშავებლად
განხორციელების პერიოდი: დაწყება: (აგვისტო/2018) დასრულება: (სექტემბერი/2018)დონორი “ბაუ დიზაინი” (არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბიურო)ძირითადი ამოცანები პროექტის ძირითადი მიზანი იყო კურორტ ლებარდეს დოკუმენტაციის, კერძოდ:• ზოგადი გეოლოგიის შესახებ ანგარიშის მომზადება არსებულ მასალებზე დაყრდნობით;• სტატისტიკური მახასიათებლების დამუშავება უახლოესი მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე (ნალექები, ქარი, მზის რადიაცია);• ტერიტორიის სამედიცინო/სამკურნალო პოტენციალის კვლევა (სამკურნალო წყლების კუთხით) – დებიტის და ტემპერატურის დადგენა, […]
Continue reading -
პროექტი-ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან შეხვედრების შედეგად შემუშავებული, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის და ასას აღკვეთილის ფუნქციური ზონების, რუკის განახლება განხორციელდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან (უკანაფშავის, მიღმახევის, შატილის და არხოტის უბნებში) შეხვედრების და კონსულტაციების საფუძელზე, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის 4, 5, 6, 21 და 31 ივლისს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტები, […]
Continue reading -
შემაჯამებელი შეხვედრა – ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირების ღონისძიებების განსაზღვრა
2019 წლის 12 ივლისს, სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში შედგა პროექტის „ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა” შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრისას პროექტის განმახორციელებლების – „Hydroc“ და „გარემო და განვითარება“ – ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ: მონაცემთა შეგროვება და მეთოდოლოგიის შერჩევა; წყალდიდობის სცენარების მოდელირება […]
Continue reading -
კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ინტერგირებული რისკის მართვის პრაქტიკის შეფასება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში
განხორციელების პერიოდი: აპრილი, 2018 – ივლისი, 2018 დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) პროექტის ძირითადი მიზანი იყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ინტერგირებული რისკის მართვის პრაქტიკის ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში, რომელიც მოიცავდა კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო დაგეგმვას, მრავალი საფრთხეების რისკების მართვის დაგეგმვას, ადგილობრივ დონეზე მრავალი საფრთხეებისადმი რეაგირებას და მზაობის დაგეგმვას. პროექტის […]
Continue reading -
პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასების და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში
განხორციელების პერიოდი: მარტი, 2018 – მაისი, 2019დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“პროექტის ძირითადი ამოცანები:დარგობრივი სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მტკნარი წყლის რესურსების მდგრადი მართვისათვის, მიღებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მათთვის მიწოდების უზრუნველყოფა;მდინარე თეძამის აუზში წყლის განაწილების სცენარების ნიმუშებისა და გეგმის შემუშავება.პროექტის შედეგები:WEAP აპლიკაციის პრაქტიკული სახელმძღვანელო;შემუშავებული საწრთვნელი პროგრამა WEAP-ის შესახებ საგანმანათლებო დაწესებულებისათვის და […]
Continue reading -
ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2017 – აგვისტო, 2018 დონორი: კლიმატისადმი კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების ცენტრების ქსელი (CTCN) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) პროექტის ძირითადი მიზანი იყო წყალდიდობის რისკების მართვის გაუმჯობესება მდინარე წავკისის წყლის აუზში. სამუშაო შესრულდა მოდელირების ჩარჩოს ფარგლებში, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებების გათვალისწინებით, წყალდიდობის რუკების განმარტებების გამოყენებითა და წყალდიდობების რისკის შესამცირებელი და საადაპტაციო ღონისძიებების მითითებების […]
Continue reading -
წყლის განაწილების მოდელირება WEAP პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მდინარე არაგვის აუზში
განხორციელების პერიოდი: იანვარი, 2017 – სექტემბერი, 2017დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“პროექტის მთავარი მიზნები იყო მდინარე არაგვის აუზისთვის წყლის განაწილების სცენარების მომზადება; თანამშრომლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სანიმუშო სცენარებზე მათ შორის შეთანხმების უზრუნველყოფისათვის და WEAP მოდელირებაში საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების უნარების გაძლიერების მიზნით.პროექტის შედეგად, თემატური […]
Continue reading -
ადამიანი – მტაცებელს შორის ურთიერთდამოკიდებულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2016 – მარტი, 2017 დონორი: მერსი ქორფსი / შავი ზღვის ეკო აკადებია (BSEA) პროექტის მიზნები იყო: სასწავლო მოდულის შემუშავება „კონსერვაციული ბიოლოგია აჭარის სკოლებში“ ადამიანი – მტაცებელს შორის კონფლიქტის პრევენციისა და რეაგირების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის – აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ კატასტროფების რისკების შემცირების სამუშაო ჯგუფების როლი გარეული ცხოველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულების […]
Continue reading -
კომპიუტერული მოდელები წყლის რესურსების მართვის დაგეგმვისთვის
განხორციელების პერიოდი: ნოემბერი, 2015 – მაისი, 2016 დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“/ „დელოიტ ქონსალთინგი“ პროექტის მიზნები იყო წყლის განაწილებაზე ფოკუსირებული, წყლის რესურსების დაგეგმვის და მართვის საერთაშორისოდ გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების მგანხილვა, საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ყველაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფების პაკეტების იდენტიფიცირება, საქართველოს მთავრობის წყლის მართვის დარგობრივ და სხვა სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების […]
Continue reading -
თუშეთის ეკომოდელის კონცეფციის შემუშავება
განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2015 – დეკემბერი, 2016 დონორი: GIZ / ეკო კონსალტინგი / კავკასიის გარემოს რეგიონული ცენტრი (REC Caucasus) პროექტის მიზნები იყო: თუშეთის მხარდაჭერის პლათფორმის შექმნისა და განვითარების პოტენციალის შეფასება თუშეთი – ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარების ჩარჩოს მომზადება GIZ-ის მიერ შემუშავებული შესაძლებლობის განვითარების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით; თუშეთის თემის ეკოლოგიური ფერმების / ეკოპროდუქციის მწარმოებლების […]
Continue reading