ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა

განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2017 - აგვისტო, 2018

დონორი: კლიმატისადმი კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების ცენტრების ქსელი (CTCN) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)

პროექტის ძირითადი მიზანი იყო წყალდიდობის რისკების მართვის გაუმჯობესება მდინარე წავკისის წყლის აუზში. სამუშაო შესრულდა მოდელირების ჩარჩოს ფარგლებში, კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებების გათვალისწინებით,  წყალდიდობის რუკების განმარტებების გამოყენებითა და წყალდიდობების რისკის შესამცირებელი და საადაპტაციო ღონისძიებების მითითებების გათვალისწინებით.

პროექტის შედეგები:

  • საპილოტე მდინარის წყალშემკრებში წყლის მოზღვავების რეჟიმის ცოდნა (კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის ჩათვლით);
  • იდენტიფიცირებული არსებული, არასაკმარისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე, ჰიდრავლიკური სტრუქტურული ობიექტები (მილსადენები, ხიდები, წყალგამტარები ა.შ);
  • მომზადებული წყალდიდობის საფრთხის რუკები;
  • შემუშავებული წყალდიდობის შემარბილებელი ღონისძიებები;
  • დარგობრივი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის გადაცემული წყალდიდობის მოდელირებისა და რუკებზე ასახვის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგია;
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს გადამზადებული სპეციალისტები.

პროექტის შედეგების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.ctc-n.org/technical-assistance/projects/assessment-suitable-flood-mitigation-measures-tbilisi

Post a comment