გარემო და განვითარება

"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ყველა პროექტი

ჩვენი პროექტები

  • მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის გამწვანების სტანდარტების შემუშავება

    პროექტის დასახელება: მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის გამწვანების სტანდარტების შემუშავება განხორციელების პერიოდი: დაწყება: (სექტემბერი/2023); დასრულება: (დეკემბერი/2024) დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP ძირითადი ამოცანები: გრანტის მიზანია: დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების გაუმჯობესება მწვანე და რეკრეაციული სივრცის მენეჯმენტში მთავრობის ეროვნულ, ქვე-ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეთანხმებით მწვანე და მდგრადი ურბანული განვითარების […]

    დეტალურად
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელშეწყობა საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ორგანიზებასა და განხორციელებაში.

    პროექტის დასახელება: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის ხელშეწყობა საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ორგანიზებასა და განხორციელებაში. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2020) –დასრულება: (მარტი/2023) დონორი:ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) ძირითადი ამოცანები:პროექტის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტს საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვას, ორგანიზებასა და განხორციელებას. ძირითადი შედეგი: ცოდნის გაზიარების სესია დეკარბონიზაციის შესახებ; დეკარბონიზაციის […]

    დეტალურად
  • 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება

    პროექტის დასახელება: 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2022) დასრულება: (აპრილი/2023) დონორი: გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი (GEF)/ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) /კავკასიის ბუნების ფონდის (CNF). ძირითადი ამოცანები:პროექტის საბოლოო მიზანია უზრნუველყოს 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება. ძირითადი შედეგი: საწყისი ანგარიში; 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამა 3 ცნობიერების ამაღლების გზავნილით/მიზნით და ცნობიერების ამაღლების […]

    დეტალურად

ჩვენი მისია

გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანი

ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

ყოველთვის არის დრო, იფიქრო შენს გარემოზე

როგორ შეგიძლია განავითარო გარემო?

ჩვენი ორგანიზაცია....