პროექტის დასახელება: რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნებისა და ჯანდაცვის სექტორებისთვის, კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციისთვის.
განხორციელების პერიოდი:დაწყება: (ნოემბერი/2020) – დასრულება: (სექტემბერი/2021)
დონორი:გაეროს განვითარების პროგრამა
ძირითადი ამოცანები:პროექტის მთავარი ამოცანაა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სექტორებში არსებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიების, პროგრამების, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტებისა და განვითარების გეგმების განხილვა და ანალიზი პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირებისთვის და შესაბამისი სექტორების დაგეგმვის პროცესში კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციისათვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.
ძირითადი შედეგი:
ძირითადი შედეგი:
- ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სექტორებში დამტკიცებული ან მიმდინარე განვითარების პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიების, პროგრამებისა და გეგმების განხილვა კლიმატის ცვლილების კუთხით და მათი თანხვედრის დადგენა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო პრიორიტეტებთან იმისთვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის ხელშეწყობა შესაბამის სექტორებში;
- ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სექტორების პოლიტიკის დოკუმენტებში, სტრატეგიებში, პროგრამებში და გეგმებში კლიმატის ცვლილების საკითხების აქტუალიზაციის შესაძლებლობების, გამოწვევების და პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და ანალიზი და ამის საფუძველზე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება იმისთვის, რომ მოხდეს მათი გაძლიერება კლიმატის ცვლილების კუთხით.