პროექტი – პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასებისა და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში

2019 წლის 24 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შედგა პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასებისა და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში“ შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მელიორაციის კომპანიის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, წყლის გლობალური პრატინიორობა – საქართველოს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC), G4G-ის პროექტის გუნდის, ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამართველოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა მარინა მაკაროვამ და USAID G4G-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნატო ბერუაშვილმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების მოკლე მიმოხილვა, მათ შორის ინფორმაცია ჩატარებული პრაქტიკული ტრენინგების და WEAP-ის სასწავლო მასალების შესახებ.
შეხვედრა, პროექტის ფარგლებში შემუშავებული, მდინარე თეძამის აუზის წყლის განაწილების გეგმის შედეგების დეტალური განხილვითა და დისკუსიით დასრულდა.
პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები წყლის რესურსების შეფასებისა და დაგეგმარების (WEAP) სისტემაში“ ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო -საქართველო და „დელოიტ ქონსალთინგი“.