პროექტის „მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა“ გახსნის ცერემონია

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში მოეწყო ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობა.

2000 კვმ ფართობზე მოწყობილი სასათბურე მეურნეობა, მაღალი ხარისხის ბოსტნეულის ჩითილების მიწოდებით, ხელს შეუწყობს დევნილთა დასახლებაში, ასევე, ჭიათურასა და ტყიბულში არსებული საოჯახო მეურნეობების განვითარებას. სასათბურე მეურნეობას მართავს კოოპერატივი „წილკანი“, ორგანიზაციასთან „გარემო და განვითარება“ ერთად.