პროექტის დასახელება: მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის გამწვანების სტანდარტების შემუშავება
განხორციელების პერიოდი: დაწყება: (სექტემბერი/2023); დასრულება: (დეკემბერი/2024)
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP
ძირითადი ამოცანები: გრანტის მიზანია:
- დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების გაუმჯობესება მწვანე და რეკრეაციული სივრცის მენეჯმენტში მთავრობის ეროვნულ, ქვე-ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან შეთანხმებით მწვანე და მდგრადი ურბანული განვითარების სტანდარტებისა და გაიდლაინების ყოვლისმომცველი ჩარჩოს შემუშავება.
ძირითადი შედეგი:
- მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის გამწვანების სტანდარტები შემუშავებულია და მუნიციპალიტეტებში მათი დანერგვის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადებულია და შეთანხმებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან;
- მწვანე ნარგავების გაშენების და მოვლის (მათ შორის ფიტოსანიტარიის და ჭრის პირობების) წესების და პირობების დოკუმენტი შემუშავებულია და მუნიციპალიტეტებში მათი გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებულია და შეთანხმებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან;
- გამწვანების პროექტის შეთანხმების წესების და პირობების დოკუმენტი შემუშავებულია და მუნიციპალიტეტებში მათი გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადებულია და შეთანხმებულია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან;
- მუნიციპალიტეტებისთვის გაწეული მხარდაჭერა მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დაადგინონ გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები;
- „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ N255 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტი მომზადებულია;
- „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ N261 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტის მომზადებულია.