თემატური მოკვლევის – „საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების“ მორიგი განხილვა

2022 წლის 20 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა დაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივი თემატური მოკვლევის „საქართველოში დეკარბონიზაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების“ შესახებ იმსჯელეს. თემატური მოკვლევა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ორგანიზაცია გარემო და განვითარების დახმარებით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ფინანსური მხარდაჭერით 2022 წლის 20 ივნისს დაიწყო.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისკომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის მიზანია პარიზის შეთანხმებით ნაკისრივალდებულებების შესრულება, რაც მოითხოვს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისირეკომენდაციების მომზადებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე.

მოკვლევაში ჩართულია, როგორ სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები,  დამოუკიდებელი ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავდა კითხვარი თითოეულ ორგანიზაციას გადაეგზავნა.  ასევე, შესაბამისიინფორმაცია გამოთხოვილია სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტებისაგან.