დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის პროფესიული ონლაინ ტრენინგების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია გარემო და განვითარებამ შექმნა პროფესიული ონლაინ ტრენინგების ელექტრონული პლატფორმა დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის.

პროექტის საბოლოო მიზანი იყო უზრუნველყოფილიყო შექმინილი ელექტრონული პლატფორმაზე განთავსებული 10 ონლაინ ტრენინგ-მოდულის გამართულად ფუნქციონირება და ადმინისტრირება, მისი განვითარება და საბოლოო ბენეფიციარის მიერ პლრატფორმის ეფექტურად გამოიყენება დაცული ტერიტორიების თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისთვის.

ჯამში 10 ტრენინგ მოდული აიტვირთა ელექტრონული პლატფორმაზე (იხ. ლინკი ქვემოთ):

http://lms.envdevelopment.mepa.gov.ge

მოდულები მოიცავს როგორც საკითხავ, ასევე ვიდეო-აუდიო მასალებს. ტრენინგის თემებია:

  1. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი;
  2. ფიტოპათოლოგია
  3. დაცული ტერიტორიების დაცვისა და ბრაკონიერობასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები (SMART)
  4. ცხოველთა ძირითადი სახეობების მონიტორინგი
  5. ადაპტური მართვა
  6. ეკოტურიზმის მარკეტინგი
  7. ბილიკების დაგეგმვა და მოწყობა
  8. ვიზიტორთა მენეჯმენტი დაცულ ტერიტორიებზე
  9. არალეგალური აქტივობების აღმოჩენა და აღკვეთა
  10. რეიჯერის გზამკვლევი

პლატფორმა შეიქმნა პროგრამის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყო CNF, GEF, UNDP-ის მიერ.