გარემო და განვითარება

"გარემო და განვითარება” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 2015 წელს სოც-ეკონომიკურ შეფასებებში, ბუნებრივი რესურსების მართვაში და გარემოს დაცვაში გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორთან ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. გარემო და განვითარება სპეციალიზებულია შემდეგ საკითხებში: მულტიდისციპლინალური კვლევა, მტკიცებულებებით გამყარებული შეფასება, თანამონაწილეობითი დაგეგმვა, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი, ადვოკატირება და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ყველა პროექტი

ჩვენი პროექტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელშეწყობა საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ორგანიზებასა და განხორციელებაში.

    პროექტის დასახელება: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის ხელშეწყობა საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვის, ორგანიზებასა და განხორციელებაში. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2020) –დასრულება: (მარტი/2023) დონორი:ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) ძირითადი ამოცანები:პროექტის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტს საქართველოში დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევის დაგეგმვას, ორგანიზებასა და განხორციელებას. ძირითადი შედეგი: ცოდნის გაზიარების სესია დეკარბონიზაციის შესახებ; დეკარბონიზაციის […]

    დეტალურად
  • 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება

    პროექტის დასახელება: 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2022) დასრულება: (აპრილი/2023) დონორი: გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი (GEF)/ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) /კავკასიის ბუნების ფონდის (CNF). ძირითადი ამოცანები:პროექტის საბოლოო მიზანია უზრნუველყოს 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება. ძირითადი შედეგი: საწყისი ანგარიში; 2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამა 3 ცნობიერების ამაღლების გზავნილით/მიზნით და ცნობიერების ამაღლების […]

    დეტალურად
  • წყლის რესურსების მართვის (WRM) კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში

    პროექტის დასახელება: წყლის რესურსების მართვის (WRM) კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში. განხორციელების პერიოდი:დაწყება: (მარტი/2023) დასრულება: (თებერვალი/2024) დონორი:USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა. ძირითადი ამოცანები:გრანტის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის საკითხების შესახებ ახალი კანონით შემოღებული სიახლეებისა და რეგულაციების ცოდნის გუმჯობესებას და ზოგადი ცნობიერების ამაღლებას. ძირითადი შედეგი: ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წყლის რესურსების მართვის ტრენინგ პროგრამის შემუშავება; საქართველოს მდინარეების ალაზანი-იორის, […]

    დეტალურად

ჩვენი მისია

გარემოს დაცვით საკითხებზე მულტიდისციპლინალური და ანალიტიკური კვლევების დამკვიდრება
საზოგადოების თემატური დიალოგის ხელშეწყობა და ინფორმაციული გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი და მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმირების საფუძველზე
განვითარების პროექტებში ინოვაციური და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა

ჩვენი მიზანი

ED მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ კარგ მმართველობას

ჩვენი ამოცანები

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროებში ინოვაციური კვლევების დანერგვა და ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ინსტიტუციური განვითარების, ცოდნის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების გზით
სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ბუნებრივი გარემოს პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებთან დიალოგისა და პარტნიორობის გზით

ყოველთვის არის დრო, იფიქრო შენს გარემოზე

როგორ შეგიძლია განავითარო გარემო?

ჩვენი ორგანიზაცია....